Monday, February 25, 2013

აქტივობის მიზანი

   ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის უცნობი და ნაცნობ მხარეების წინა პლანზე წამოწევა, მისი შეფასება და კრიტიკა.

ჩვენეული შეფასება

  ე. თაყაიშვილი, მიუხედავად  დიდი ღვაწლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თავისი ეპოქის ადამიანებმა ღირსეულად ვერ დააფასეს,  მასში ყოველთვის ეჭვი ეპარებოდათ და ცუდს ხედავდნენ. თუმცა არ ჩანდა ის დიდი ღვაწლი, რომელიც მას საკუთარი ქვეყნის წინაშე მიუძღვის. ეს ყველაფერი იქიდან ჩანს, რომ მის დაკრძალვას სულ 30 ადამიანი ესწრებოდა.

  გავიდა დრო და თაობებმა  მაშინ  ამოიკითხეს ის დიდი ღვაწლი, რომელიც  ფასდაუდებელია. იგი შეირაცხა წმინდანად, გამომდინარე  თავისი დამსახურებიდან. არც მის გვერდით მყოფ ადამიანებს მოსავდნენ შარავანდედით. ისინიც დრომ დაივიწყა და დღეს მხოლოდ და მხოლოდ მათ  სახელებს დარჩენილ შთამომავლობაშიღა  თუ გავიგებთ. მაგრამ ღვთის დიდი წყალობაა, რომ დიდებული ადამიანები დღეს უძეგლოდ აღარ იკარგებიან.

Saturday, February 23, 2013

ჩვენ შესახებ


ბლოგზე ვიმუშავეთ სსიპ. ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქალაქ საგარეჯოს #2 საჯარო სკოლის Xბ კლასის  მოსწავლეებმა: ვალერი მეხაშიშვილმა, ანა თათრიშვილიმა, ანი თევდორაშვილიმა, ნოდარ დარისპანაშვილმა და თამთა ბერიძემ.

Thursday, February 21, 2013

წმინდანად შერაცხვა






                                                                         
 
  2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმია განთავსებული მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, თბილისში, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში და აგრეთვე მისი მუზეუმია აშენებული თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში, ლიხაურში, სადაც ყოველი წლის 16 იანვარს „ექვთიმეობას“ აღნიშნავენ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელს ატარებს გურიანთა–ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალი  გურიაში 2013 წელი იუნესკოს ეგიდით ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა.




                                             წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ეკლესია 

Wednesday, February 20, 2013

ეპიგრაფიკოსი


                                          
           საკუთრივ ისტორიულ – ფილოლოგიას მუდამ ყველაზე მეტი დრო და  ენერგია ე.თაყაიშვილმა  მიწისზედა არქეოლოგიასა და  წარწერების შეგროვება წაკითხვა–შესწავლას მოახმარა. ამ ფაქტმა  პროფ.გრიგოლს  დააწერინა გამოკვლევა.
        „ექვთიმე თაყაიშვილი და ქართული ეპიგრაფიკა“.  ე.თაყაიშვილი არქეოლოგიის  უბადლო მცოდნე იყო. ამ დარგში წარმატებით მუშაობას იმანაც შეუწყო ხელი, რომ  იგი ფლობდა მეთოდოლოგიურ  ხერხებს და ენერგიას არ ზოგავდა.  თუ რამეში ეჭვი ეპარებოდა  მაინც ბერკეტად თვლიდა, რომ შემდგომი შედევრები დაასუსტებდნენ წამკითხველებსა და კომენტარებს. 
     1894–1896წ. უკვე გამოქვეყნებულ მასალებს ახალი მონაპოვრებიც დაუმატა და განაგრძო სერიით – „არქეოლოგიური  მოთხრობანი და შენიშვნები“. პირველი წიგნი 1814წ. მეხუთე წიგნი 1815წ.
  ვიდეომასალა იხილეთ ბმულზე –––––––––––>http://mytvali.com/play.php?id=bFgw5-6y3M8

Tuesday, February 19, 2013

ბავშვობა და დაწყებითი განათლება


   ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა გურიის- მაშინდელ ქუთაისის გუბერნიის  ოზურგეთის  მაზრის- სოფელ ლიხაურში, ოფიციალური ცნობით 1863 წლის 5 ივნისს,, ხოლო თვითონ ე.თაყაიშვილის შენიშვნით, შესაძლოა ამაზე ერთი წლით ადრე.აღნიშნულია, რომ მისი დაბადება ჩვეულებრივი წესით არ უზეიმიათ- თოფი არ გაუსვრიათ, რადგან ბავშვის  მამა სულს ღაფავდა და იმავე დღეებში გარდაცვლილა კიდეც.
    აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი  ჩინოსანი-კორდონის ოფიცერი-საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელ გურია-ოსმალეთის ხაზზე. მან მამამისი-ნიკოლოზი შეცვალა ამ თანამდებობაზე. აღნიშნავენ,  რომ შვილიც კარგად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას,მთავრობის სათანადო ჯილდოები დაემსახურებინა და სოფელშიც „ჭკვიანი, დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი“. კარგი პატრიოტიც ყოფილა.
   ექვთიმეს დედა,  თავად გიტიელი (გიტო) ნაკაშიძის ასული ნინო მაზრის მოწინავე ქალთა შორის მოიხსენიება.
    არაერთხელ აღუნიშნავს ექვთიმეს: ხუთი წლის ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას.დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიკვდილი. უფრო ის დამამახსოვრდა,რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველებათ  ამ ობლებს!
     ექვთიმეს ახლობელი იყო დიმიტრი -მამა  სახალხო არტისტის სესილია თაყაიშვილისა.
    მამის გარდაცვალების გამო ექვთიმესა და მის და-ძმებს მზრუნველად დაუნიშნეს  სიძე-სიმონ გოთუა.ბავშვებს, განსაკუთრებით კი ექვთიმეს, ბებია და მაკა მამიდა უვლიდა. განსაკუთრებითო, ვამბობთ იმიტომ, რომ ძმა ვარდამი, რომელიც 10 წლით უფროსი იყო ექვთიმეზე , ადრე გაუგზავნიათ კადეტთა კორპუსში.
   ბებია ექიმბაშობდა და  მაზრაში პატივსაცემ  ქალად ყოფილა მიჩნეული.ექვთიმესაც ახსოვდა ბებიას მიერ ზოგი წამლის დამზადები წესი.
  მამიდებში ექვთიმე მაკას გამოარჩევს, რომელმაც ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“. თხზავდა ლექსებს და იცოდა ქორონიკონი.
  მიუხედავად  ბევრი მზრუნველისა,  ექვთიმემ ბავშვობაში  ფეხი მოიტეხა და ამის გამო იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა.
   ბავშვობაში საკმაოდ ხელმომჭირნედ ზრდიდნენ და მხოლოდ მაშინ, როცა ის ოზურგეთის სასწავლებელში შეუყვანიათ, მამიდას შეუკერავს ახალუხი.
  სახელმძღვანელოებიც კი არ ჰქონია ექვთიმეს.სამაზრო სასწავლებელში ყოფნისას იმახსოვრებდა იმას, რასაც ზეპირად მოუთხრობდათ მასწავლებელი.
  7-8 წლის ე. თაყაიშვილი 1869 წელს  ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელის მოსამზადებელ კლსში შეიყვანეს. ოზურგეთის სასწავლებლის მოწაფე  ექვთიმეზე  საუკეთესო შთაბეჭდილება მასწავლებელ იოსებ თაყაიშვილს მოუხდენია.
  ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასებში ორი წელი დაყვეს ნ.მარმა და ე.თაყაიშვილმა.
  1874 წელს,  ექვთიმე რომ მე-3 კლასში გადადიოდა, სამაზრო სასწავლებელი საქალაქოდ გადაკეთდა.ობოლს კვლავ რომ ოთხი წელი არ დასჭირვებოდა, იგი იმავე 1874 წელს ფოთის სამაზრო სასწავლებელში ჩაარიცხვინა მზრუნველმა სიძემ. ეს მესამე კლასიც წარმატებით დაასრულა და 1875 წელს ლიხაურში დაბრუნდა, ჩაერთო სოფლის შრომა გართობებში.
   ექვთიმეს ყურადღებას ჯერ კიდევ მაშინ იქცევდა სოფლის ისტორიული ძეგლები.1873 წ. ისტორიკოსი დ.ბაქრაძე ჩასულა ს.ლიხაურში და ღამე ექვთიმეს ბიძა-ქაიხოსრო თაყაიშვილთან გაუთევია.მისი ჩასვლა ყოფილა ერთ-ერთი საბაბი ექვთიმეს არქეოლოგიით დაინტერესებისა.

საზღვარგარეთ და ისევ სამშობლოში


     საბჭოთა ხელისუფლებამ ყურადღება მიაქცია არა მხოლოდ იმ კულტურულ მონაპოვარს, რომელიც შექმნა რუსმა ხალხმა საუკუნეთა მანძილლზე, არამედ სათანადო მზრუნველობა გამოიჩინა საბჭოთა კავშირში შემავალი ერების ნაციონალური კულტურის დაცვისა და მეცნიერული შესწავლის საქმეშიც. დიდი ლენინის ინიციატივით ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის მიერ 1922 წ. 20 ივნისს გამოტანილ იქნა დადგენილება , რომლის საფუძველზე  საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას გადაეცა სამუზეუმო და საარქივო კოლექციები, რომლებიც წაღებული იყო მეფის მთავრობის მიერ და ინახებოდა  რუსეთის ფედერაციის საცავებში.  წინასწარ თათბირზე, რომელზედაც განხილული იყო ზემოხსენებული დადგენილების განხორციელების გეგმა, პროფ. მ. ნ პოკროვსკიმ, რომელიც იმ დროს ასრულებდა განათლების სახალხო კომისრის მოადგილის თანამდებობას (სახალხო კომისარი  იყო  ა. ვ. ლუნაჩარსკი), პირდაპირ განაცხადა:  „მეფის ხელისუფლება ავიწროებდა საქართველოს, ითვისებდა  და იტაცებდა ერის კულტურულ განძს, საბჭოთა ხელუსუფლებამ უნდა გამოასწოროს ეს შეცდომა და უნდა განამტკიცოს  რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობა“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირადად მე 1923 წლის განმავლობაში არაერთხელ მომიხდა ა. ვ. ლუნაჩარსკის  შეწუხება ძველი ქართული კულტურისა და ხლოვნების ძეგლების გადმოცემის პრაქტიკული განხორციელებისას  და იგი ყოველთვის გულწრფელად გვეხმარებოდა ამ საქმეშიი.
    1921 წ. 25 თებერვალს საქ-ში  საბჭოთა ხელისუფლებისgამო საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ გაიტანა საბანკო ვალუტა, ჩვენი ისტორიის,კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ე.თაყაიშვილი მეუღლითურთ.
   10 მარტს მარსელს მიაღწიეს. იქიდან ერთხანს პარიზში გაჩერდნენ, შემდეგ კი გარეუბან ლევილში  ცხოვრობდნენ.
   საბოლოოდ განძეულობა მის ერთადერთ კანონიერ პატრონს-ქართველ ერს დაუბრუნდა 1945 წლის 11 აპრილს, მცველ ე.თაყაიშვილთან ერთად.
   განძეულობა სულ 249 დიდ ყუთში მოთავსდა.
   ეს ყუთები სამშობლოში წამოღებამდე მხოლოდ ერთხელ გახსნილა, როდესაც გერმანელები შეიჭრნენ პარიზში. მათ მიაკითხეს თაყაიშვილს და ძებნა დაუწყეს განძს, მაგრამ ექვთიმეს უთქვამს : „რომელ ოქროულობას ეძებთ, ამერიკაში რომ წაიღესო?“. გერმანელებს თავი დაუნებებიათ ექვთიმესთვის.
    განძეულის უკლებლივ დაბრუნება იმიტომაც არის აღსანიშნავი, რომ მას, უცხოელთა გარდა, შინაური მტერიც აღმოაჩნდა. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ასულმა, სალომემ,განაცხადა, რომ საქ-ოს ეროვნული განძის მნიშვნელოვანი ნაწილის ერთადერთი მფლობელი მე ვარო. მას ე.თაყაიშვილი და მისი დამხმარენი მთელი 7 წლის განმავლობაში ეწინააგმდეგებოდნენ.
   მოდავემ წააგო სარჩელი, მაგრამ სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომ განძი უპატრონო იყო.
   ექვთიმეს შესთავაზეს,  რომ დაეთმო თუნდაც ერთი ექსპონატი, რომელშიც დიდ  თანხას გადაუხდიდნენ, მაგრამ მან უარი განუცხადა.
ექვთიმე თაყაიშვილი ზედიზედ ორჯერ აირჩიეს ჯერ ფრანგ ნუმიზმატთა საზოგადოების, ხოლო მოგვიანებით  სააზიო საზოგადოების წევრად. ასეთმა დაფასებამ და ხელის გაწოდებამ გამოაცოცხლა  ექვთიმე  და კვლავ  გაუძლიერა  სამეცნიერო მუშაობის  სურვილი.  ეს სურვილი ასულდგმულებდა მას ლევილში, სადაც ეკლიანი  მავთულით შემოღობილი ბაღის განაპირას, ქართველი  ემიგრანტებისათვის  განკუთვნილი ორსართულიანი თეთრი სახლის მეორე სართულზე ბინადრობდა. .
  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექვთიმეს მატერიალური სიდუხჭირე სტანჯავდა. ის ასევე წიგნების უკმარისობასაც განიცდიდა და ამაზე ნიკო მარს სწერდა. ექვთიმეს მეუღლე ნინო პოლტორაცკაია, რომელიც მშვენივრად ფლობდა  ფრანგულს და განათლებული ქალი იყო, ყოველმხრივ უწყობდა ხელს თავის სახელოვან მეუღლეს სამეცნიერო მაუშაობაში. საოჯახო საქმეებსაც ჩინებულად   ართმევდა თავს.  წიგნებითა და ფერწერული სურათებით გაჭედილ ოროთახიან ბინაში ჩუმად და  უხმაუროდ ფუსფუსებდა მოყვარული ცოლ–ქმარი. პირველ ოთახში იდგა  საწერი მაგიდა, ხის საწოლები, რბილი სავარძლები და ტანსაცმლის კარადა.
კუთხეში მიდგმულ დაბალ მაგიდაზე ელაგა დოქები და ჭურჭელი .  საწოლის თავთან იდო ყუთი, სადაც  ეწყო ხატები, საეკლესიო ნივთები და ფუთაში გამოკრული საქართველოს მიწა. მეორე ოთახი მთლიანად წიგნებს ეკავა, იდგა მოძველებული მაგიდა და ხის ტახტი. კედლებზე ეკიდა ორმოცდათერთმეტი ფერწერული სურათი, ჩასმული ოქროთი  მოვარაყებულ  ჩარჩოში. ეს სურათები წამოღებული იყო ბორჯომიდან, დიდი მთავრების სასახლიდან და ამჟამად ექვთიმეს ებარა შესანახად.    ლევილში ექვთიმემ გაცილებით თავისუფლად იგრძნო თავი, ვიდრე პარიზში. აქ მობინადრე  ქართველებს ვრცელ  ეზოში ცალ–ცალკე  მიუჩინეს საკარმიდამო ნაკვეთები. ექვთიმემ და მისმა მეუღლემ ხელზე ხელი გამოიღეს, მშვენიერი ბაღ–ვენახი გააშენეს.  მწვანილის საყიდლად ბაზარში არ დადიოდნენ.  მთელი პარიზელი ქართვლობა  ლევილში იყრიდა თავს, იმართებოდა სჯა–ბაასი , სეირნობა, საქართველოდან მიღებული წერილების კოლექტიურად კითხვა. ლევილში ცალკე გამოიყო ქართველების სასაფლაო. მალე მუშაობა დაიწყო ქართველების ეკლესიამ, რომლის პირველი მოძღვარი იყო ქართველი კათოლიკე გიორგი ფერაძე.
შაბათ–კვირას ეკლესიაში უამრავი მლოცველი გროვდებოდა. ლევილის სული და გული იყო ექვთიმე. აქ იგი მოუსვენარ ცხოვრებას ეწეოდა – კითხულობდა  ლექციებს, ატარებდა საუბრებს, სასოწარკვეთილებაში  ჩავარდნილ თანამემამულეებს ქართული წიგნითა და გაზეთით ამარაგებდა, რომელსაც მისი ყოფილი  მოწაფე იროდიონ სონღულაშვილი, ხოლო ლენგრადიდან ნიკო მარი, იოსებ მეგრელიძე და სხვა გულშემატკივრები უგზავნიდნენ. მათი მეშვეობით იგებდა ექვთიმე, რომ საბჭოთა საქართველოში აღმავლობით  ვითარდებოდა სახალხო მეურნეობის ყველა დარგი, იხსნებოდა  ახალი სკოლები და კულტულურ–საგანმანათლებლო დაწესებულებები, ფრთებს  შლიდა ახალი ცხოვრება.
                რეზო თაბუკაშვილის მიერ გადაღებული ფილმი ექვთიმეს შესახებ                                              

   1931 წელს ექვთიმეს მეუღლე გარდაეცვალა, რამაც მისი მდგომარეობა გაართულა . მისი ყოველდღიური საკვები ნახევარი ლიტრი რძე და პური იყო.ყველაფრს მიუხედავად, ის სულით არ დაცემულა და ამბობდა: „პესიმისტობა არ ვარგა,ენერგიას უკარგავს ადამიანს“.
      მენშევიკების ყოფილი მთავრობის წევრები, რომლების ცნობისმოყვარეობით  ადევნებდნენ თვალყურს საქართველოს ამბებს, თანდათან რწმუნდებოდნენ, რომ  მათ სამუდამოდ დაკარგეს სამშობლო, თბილისური გაზეთები  უკანასკნელი სიტყვებით აგინებდნენ მენშევიკებს, პარიზში რომ გაზიდეს საქართველოს განძეული. ექვთიმეს სინდისი ქენჯნიდა მისი და თავისი კოლეგების ირგვლივ ატეხილი აურზაურის გამო, მაგრამ არ კარგავდა იმედს, რომ ადრე თუ გვიან, იგიქართველთა წინაშე პირნათლად წარდგებოდა.
       პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ექვთიმემ მიაგნო არაერთ ძველ ქართულ ხელნაწერს, გაშიფრა ისინი, აღწერა და დაინტერესებულ პირებს გააცნო. მოგვიანებით პარიზში გამოქვეყნდა ექვთიმეს ახალი შრომები: „პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები  და ოცი ქართული საიდუმლო დამწერლობის საიდუმლო ნიშანი“, „ქართული სიძველენი ევროპულ ანტიკვარებთან“.
      ექვთიმეს ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა  საქართველოს მენშევიკური მთავრობის ყოფილ მესვეურებთან, მაგრამ შინ და გარეთ ძალაუნებურად მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს. ყოველი შეხვედრის დროს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსა და განძეულზე საუბრობდნენ. ერთ–ერთი ასეთი შეხვედრის დროს, როცა ექვთიმე ნოე ჟორდანიას შინ ეწვია, მასთან სტუმრად იყვნენ ნოე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი და ერთი სამხედრო პირი.
ჟორდანია ძალიან დაღლილი და სულიერად გატეხილი ჩანდა. არც  დანარჩენი ორი გამოიყურებოდა მხნედ. ისინი, ეტყობა ბჭობდნენ დამხობილი მთავობის  პერსპექტივებზე და როგორც კი  ექვთიმე შევიდა, ძალაუნებურად საუბარი განძეულზე ჩამოვარდა.
ე.თაყაიშვილი ბეჭდავდა მოგონებებს, სტატიებს. მისი მოგონებები: ნიკო მარი, ნიკოდიმ კონდაკოვი, ალექსანდრე ცაგარელი, პავლე თუმანიშვილი,იოსებ დადიანი და სხვები.
   ექვთიმემ 1928-1931 წლებში შეადგინა ქართულ-ფრანგული ლექსიკონი და 55  საერთო რვეული ჩამოიტანა თბილისში.
   1910 წ. გამოსცა-„არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ სვანეთში“.  1907 წ. „არქეოლოგიური ექსპედიცია კოდა-ოლთისში და ჩანგლში“
განძის საბოლოოდ საქ-ში დაბრუნეbა ი.სტალინისა და საფრანგეთის მთავრობის მაშინდელი მეთაურის დე გოლის მოსკოვში შეხვედრამ გადაწყვიტა.
  საზღვარგარეთიდან სამშობლოში დასაბრუნებლად, მოხუცს გამოსაჩენი კოსtუმიც კი არ აღმოაჩნდა.მას უწოდეს ქართველი ერის დიდი მეჭურჭლეთუხუცესი.