Tuesday, February 19, 2013

ისტორიკოსი


   საისტორიო წყაროებისა და გამოკვლევებისადმი უმკაცრესი კრიტიკული დამოკიდებულების გამო ივ.ჯავახიშვილი ნდობით ეპყრობდა  ე.თაყაიშვილის აპლიკაციებსა და გამოკვლევებს.
   ჯერ კიდევ ახალგაზრდა ე.თაყაიშვილი, როდესაც  იგი ამზადებდა გამოსაცემად „სამ ისტორიულ ხრონიკას“ და გამოაქვეყნა კიდეც (1890 წ.), აწარმოებდა ტექსტის იმ დროისთვის შესაფერზე მეტ შინაგან და გარეგან კრიტიკას.
  ზემო ჭალაში, მღვდელ სუხიაშვილის ოჯახში, თაყაიშვილმა მიაკვლია ხელნაწერს, რომელიც შემდეგ „პარხლის სახარების“ სახელით გახდა ცნობილი. ე.თაყაიშვილმა ნათელყო , რომ იგი გადაწერილია წარჩინებული კალიგრაფის, იოანე ბერაიას მიერ შატბერდში 973 წელს და შეწირულია იმ დროს ახლად დაარსებული pარხლის მონaსტრისთვის.
ენერგიულმა ახალგაზრდამ გადანუსხა „პარხლის სახარება, “ შეისწავლა ტექსტი და 1890 წ. გამოაქვეყნა აპარატურით.
  ბოლოდროინდელ ნაშრომთაგან გამოკვლევა „როდის შეიცვალა იბერთა სახელმწიფო ქართველთა სახელმწიფოდ“ 1948წ.
  განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ექვთიმეს მიერ 1908 წელს აღმოჩენილი და 1920 წ.გამოცემული „ხელმწიფის კარის გარიგება“(XIV ს.)
  საისტორიო პირველ წყაროებს შეიცავს ე.თაყაიშვილის პუბლიკაციები და მათზე დართული შენიშვნები და კომენტარები, როგორიცაა მაგალითად: „ნიმუშები სამეგრელოს სიგელ-მუჯრებისა“ 1891 წ. „დავით რუისის სამწყსოისი“ .

No comments:

Post a Comment