Tuesday, February 19, 2013

ფილოლოგი



                               
      მკვლევარი ისტორიკოსი თაყაიშვილის სახით ეჯიბრება ფილოლოგს. ე.თაყაიშვილის შრომების დარგში წარმოდგენილია ავტორის „რჩეული ნაშრომების“ პირველი ტომი. 1 ნაწილის სათაურია „გერმანელები ძველი ქართული მწერლობის ისტორიიდან“.
   ქართული ლიტერატურული და განსაკუთრებით ფოლკლორული მასალები ბლომად გვხვდება თაყაიშვილის რედაქტორობით გამოსულ  სერიებში „ძველ საქართველოსა“ და საქართველოს სიძველეში დაცული სხვა გამოცემებში.
   ე.თაყაიშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის აგრეთვე ქართული ლიტერატურული  ძეგლების შესწავლა – გამოქვეყნების რთულ საქმეშიც.
    ე. თაყაიშვილმა 1885წ გამოაქვეყნა „სიბრძნე ხელობანისა“.
გამოაქვეყნა  „ თამარიანი“ თარგმანი სპარსულიდან. ქართული მწერლობის ისტორიისათვის  საინტერესო ცნობებს შეიცავს. ე. თაყაიშვილის მოგონებანი ქართველ მწერლებზე. ნეკროლოგები მწერლებსა და მეცნიერებზე და სხვა სახის წერილები. ე. თაყაიშვილი მოღვაწეობის გარეშე გაჭირდებოდა  არა მხოლოდ ძველი ქართული ლიტერატურის, არამედ თვით ისტორიის საკითხების კვლევაც. შესწავლა გამოქვეყნება, ამის უმნიშვნელოვანესი შედეგთაგანია სათანადო „აქტების“ 12 ტომი. ნიკო მარი  და ე. თაყაიშვილი ბევრგან ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და საერთო საქმეს ემსახურებოდნენ.
   1903 წ ნ. მარის მოწვევით თბილისში საარქეოლოგიო კომიტეტი დაარსდა. თავმჯდომარედ მარი დაინიშნა, თავმჯდომარის ამხანაგად  ე. თაყაიშვილი.
   
     1894  ე. თაყაიშვილმა 40 სამარხი გათხარა. ნაპოვნი ნივთები და სავსე დღიურები ექვთიმემ არქეოლოგიურ ცენტრს გადაუგზავნა.
       ე. თაყაიშვილს 1896  ქობულეთის მიდამოებში უპოვია  ქვის შუბი და ისრის წვერი.
        ე.თაყაიშვილი ბრძანდება ერთ – ერთი პირვლთაგანი კინტრიშის ხეობის არქეოლოგიურად შესწავლისა და მისი სათანადოდ შემფასებელი.
       ე. თაყაიშვილმა აღწერისა და ფოტოსურათების სახით გადაურჩინა მეცნიერებას მაშინდელი შორაპანის სოფელ ბორაში 1802, 1807, 1808 წლებში მოპოვებული ძვირფასი არქეოლოგიური მასალა.


No comments:

Post a Comment