Tuesday, February 19, 2013

მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე


mecnieri da sazogado moRvawe
ე. თაყაიშვილი 1887წ უკვე  თბილისში იყო. მსახურობდა სათავადაზნაურო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ მესამე კლასიკურ გომნაზიაში. 1891 წლამდე შტატგარეშე ასწავლიდა ლათინურსა და ბერძნულ ენებს, შემდეგ კი ისტორიასა და გეოგრაფიასაც, მალევე იგი გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
  ე. თაყაიშვილმა 1885 წ შეირთო თბილისელი იურისტი ივანე პოლტორაცკის ასული ნინო, ილია ჭავჭავაძის ჩარევით. დედამისის ხელში ნინომ მიიღო ნამდვილი ქართველი ქალის აღზრდა, ჯერ სწავლობდა თბილისში, შემდეგ პარიზში, სადაც მუსიკასაც სწავლობდა და ოქროს მედლით დაჯილდოებულს საქ–ში დაბრუნების  შემდეგ, ჩინებულ პედაგოგად იხსენებდნენ.


ნინოს გარდაცვალება ლახვარი იყო ექვთიმესთვის, მაგრამ გამაგრდა 1931   იგი საფრანგეთში დაკრძალეს. 1987წ გადმოსვენებულ იქნა ნინოს ნეშტი საქ–ში და მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. 1904წელს ექვთიმემ დაანება სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგებლობას და ინტენსიურად განაგრძო მუშაობა ისტორია – არქეოლოგიურ მასწავლებლებთან ერთად.
სამეცნიერო მუშაობა დაიწყო ნიკო მარისა და დიმიტრი ბაქრაძის შთაგონებით. მისი მთავარი მიზანი იყო შეექმნა მასალა საქართველოს  ისტორია–არქეოლოგიისათვის. ყოველი ძალ–ღონე ეხმარა ძეგლთა გადარჩენა–დაღუპვისა და დაკარგვისაგან. მისი გამოცემულია „სამი ისტორიული ხრონიკა“ „ხელნაწერთა აღწერილობა“ „არქეოლოგიური მოგზაურობა“ და სხვა.
1889 წ ე. თაყაიშვილი ი.გოგებაშვილის წინადადებით აირჩიეს წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად. 1892 წ აირჩიეს კავკასიის სტუდენტთა გამგეობის წევრად. 1901 რუსული გეოგრაფიული საზოგადოების , კავკასიის სტუდენტთა გამგეობის წევრად. 1913 წ საპატიო წევრი ქართული კულტურის მოყვარულთა საზოდადოებისა, 1925  საზოგადოების წევრიც.
ე.თაყაიშვილი სხვებთან ერთად და დამოუკიდებლადაც არის დამააარსებელი  რამდენიმე მუზეუმისა, ბიბლიოთეკისა და საზოგადოებისა. დ.ბაქრაძემ და ე. თაყაიშვილმა 1989წელს დააარსეს საქ–ოს საეგზარქოსო მუზეუმი,რომელშიც მოათავსეს ხმარებიდან გამოსული ძველი საეკლესიო წიგნები, ხელნაწერები და ნივთები.
ე.თაყაიშვილმა თუმანიშვილთან ერთად 1890წელს დააარსა „საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის მოყვარეთა წრე“,  რომლის მიზანი იყო მშობლიური ისტორიისა და ლიტერატურის მასალების შეგროვება–გაცნობა.
1807 წ ე.თაყაიშვილმა დააარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელიც კისრულობდა, განეგრძო წერა–კითხვის და დრამატურ საზოგადოებათა საუკეთესო ტრადიციები და მუშაობა ახალ–ახალი მიმართულებითაც წამოეწყო. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ე. თაყაიშვილის მუშაობა 1807–1817 წლებში, როცა იგი ფართო ხასიათის საქმიანობას აწარმოებდა და გარკვეულ შედეგსაც მიაღწია, სწორი გეზი მისცა საქ–ოს მატერიალური კულტურის ძეგლების მოვლასა და შესწავლა – გამოკვლევას. ქართული ეროვნული  ბიბლიოთეკისა და მუზეუმის დაარსების 1807 წელსვე დაწყებულ ზრუნვაზე ნებართვა მან 1811წ და 181224 იანვარს მიიღო.
 ვიდეომასალა იხილეთ ლინკზე –––––––> http://mytvali.com/play.php?id=czFUqjbo1FM

No comments:

Post a Comment