Tuesday, February 19, 2013

დაბრუნებული საუნჯე



   მატერიალური და სულიერი კულტურის ისტორიის ძეგლების მნიშვნელობა ყოველი ხალხისათვის მეტად დიდია. ამ ძეგლებში ჩაქსოვილია ეროვნული კულტურის და ერის წარსული. ამ კულტურაში, როგორც სარკეში, აისახება ხალხის შემოქმედებითი უნარი , მისი ცხოვრება . ხოლო წარსულის ყოფიერებაში გაურკვევლად, წარსული ცხოვრების შეუსწავლელად შეუძლებელია აწმყოში გარკვევა და მომავლის პერსპექტივების გათვალისწინება.
 იყვნენ ჯეროვნად დაცულნი და  მოვლილნი, განსაკუთრებით დამოკიდებულ ქვეყნებში. იმპერიალისტურ სახელმწიფოებს გაჰქონდათ მათ მიერ დაბეჩავებული ქვეყნებიდან ძველი კულტურის ძეგლები და ეს განძი პოულობდა თავშესაფარს კერძო კოლექციებში.
   უხვად იძარცვებოდა  საუკუნეთა მანძილზე ჩვენი სამშობლოს საუნჯეც, საქართველოს ისტორიული ძეგლები.  ყოველ იმ  უამრავ შემოსევათა ჟამს, რომელთაც საუკუნეთა მანძილზე განიცდიდა საქართველო, მის შვილთა ხოცვა-ჯლეტის, აყრა-გადასახლების და ქალაქთა და სოფელთა შემუსვრასთან ერთად, შემოსეულ მტარვალთ გაჰქონდათ აურაცხელი კულტურული ძეგლები.
  როდესაც რუსეთს შეკედლებულმა საქართველომ მოიშუშა ჭრილობები და ჩვენს ხალხს გაუჩნდა შესაძლებლობა ნორმალური ეკონომიკური, კულტურული ცხოვრების და განვითარებისა, ჩვენი კულტურის ძეგლები მაინც, სამწუხაროდ, გადიოდა უცხოეთში გაბატონებული კლასების ზოგიერთი ანგარებიანი წარმომადგენლის წყალობით.
დიდსა და დაუფასებელ კულტურულ-შემკრებლობით საქმიანობას ეწეოდნენ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები-დიდი ქართველი მოღვაწენი და მეცნიერნი.ამ მოღვაწეთა დიდი მეცადინეობით და მოწინავე ქართველი ინტელიგენციის  ხელშეწყობით აღმოცენდა ქართული კულტურის საცავთა და განძეულობათა კერები.
 ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო მასალა –––––> http://mytvali.com/play.php?id=cxMFgy3t4_w 



No comments:

Post a Comment