Tuesday, February 19, 2013

განძეულის გუშაგი

        
განძის მცველის, ექვთიმე თაყაიშვილის თავდადებით აიხსნება ის გარემოება, რომ მთავარი საუნჯე- ჩვენი მუზეუმებისა და მონასტრების საუნჯე, აგრეთვე ზუგდიდის ეკატერინესეული სასახლიდან, თბილისის სასახლიდან გატანილი და ზოგიერთიც სხვა განძეულობა გადარჩა გაყიდვა-დაკარგვას, მაგრამ მენშევიკებმა მაინც გაყიდეს დიდძალი ფასეულობა, მათ შორის ბორჯომის სასახლის ძვირფასი ნივთები( გაყიდვას გადაურჩა ამ  სასახლის მხოლოდ მდიდარი ბიბლიოთეკა და სურათები), აუარება ვერცხლეული და სხვა ნივთები, რომელთაც ისინი თავიანთ „სავალუტო ფონდად“ თვლიდნენ, არსებითად კი ეს ქონება ისეთივე ეროვნულ კუთვნილებას წარმოადგენდა , როგორსაც სამუზეუმო და სამონასტრო განძეულობა. ამ ნივთების ნაწილი ექვთიმე თაყაიშვილმა  „სამუზეუმოდ“ სცნო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც გაიყიდა.
   საუნჯის სამშობლოდან გატანიდან  13 წლის შემდეგ, მენშევიკურმა მთავრობამ, როგორც მოსალოდნელი იყო, არსებითად დაკარგა იგი. მათ ჩამოერთვათ ის და ამ დროიდან დაიწყო, მცველი, ექვთიმე თაყაიშვილის ჭეშმარიტად გმირული ბრძოლა, რათა განძი ქართველ ერს დაბრუნებოდა.

No comments:

Post a Comment